
”ტანო ტატანო, გულწარმტაცნო, უცხოდ მარებო!
ზილფო მკლავებო, მომკლავებო, ვერ-საკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ წამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო...
შენმა გონებამ მიმავსგავსა მილეულ მთვარეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს.
მოდით მიჯნურნო - შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს,
ვა, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!”
super
ReplyDelete