Sunday, November 1, 2009

and the sky wont snow..

”შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად

წინანდალი აღმართულა მარტო,

გზა მიუძღვის ციცაბო და დამრეცილი

გვიანია, ნუღარ წახვალ, ტატო..

ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში

დედოფალის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს

გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი

და შენს სანთელს დადიანი აქრობს.

ჰე! დაიძრა მაშხალები ჩირაღდანი

შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტო

სულის გვემას ვაჟკაცურად გაუძელი

იქ ნამდვილად გვიან არის, ტატო...

ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში

შენს სანთელს კი დადიანი აქრობს

სულის გვემას ვაჟკაცურად გაუძელი,

აბა, სხვა რით განუგეშო, ტატო.”

No comments:

Post a Comment