Saturday, February 19, 2011

"ნუ ტირი, მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა,
დრო გადის, ხედავ? გზები უკვე გვეყოფა,
ნუ ტირი, ჩემი გული შენთან დარჩება,
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება..
ნუ ტირი, თუმცა ცრემლი მართლაც გიხდება,
ჩემ გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება,
ნუ ტირი, გინდა? ჩემს ცრემლს გაგიზიარებ,
მე წავალ, მაგრამ სულს არ დაგიზიანებ..
გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები
არა! წარსულში ვერ დაგტოვებ, არ მემეტები!
ნუ ტირი, ბედი ტირის ეგეც გვეყოფა,
ხომ ხედავ, გზები უკვე მართლაც გვეყოფა.."
   შოთა ნიშნიანიძე

Sunday, November 15, 2009

არსად წასვლის დღე

არსად, იქ სადღაც...  და ისევ არსად..  განა  რომელიმე გზას ძალუძს სადმე მიგიყვანოს? განა არსებობს ისეთი მიწა, რომელიც შენს თავთან მიგიყვანს, შენს არსებას გაპოვნინებს, შენს არსებასთან ახლო იქნება და გეტყვის: აქ უნდა მოსულიყავი..  აქ უნდა დარჩე, ეს არის შენი ადგილიო..  გზას არ უნდა მისცე ნება გატაროს, შენ თვითონ უნდა განაგო შენი ბილიკი, შენი არჩევანი შენს მიზნებთან მიმყვან გზად უნდა აქციო, მაშინ გექნება გზა, რომელსაც მეორეხარისხოვანი როლი ერგება შენს ცხოვრებაში: უბრალოდ გადააადგილებაში დაგეხმარება.....
     აბიტურიენტები...  მომავალი  ისე  ახლოა, რომ მაჟრჟოლებს ხოლმე..  ეს გამოცდები იქნება მთავარი ბილიკი, რომელიც მიმიყვანს ჩემს ცხოვრებასთან...  დამეხმარება ჩემი სიცოცხლის შენებაში და სიყვარულის დანერგვაში..
   ჰოდა, დღეს გადავწყვიტეთ ტორტი გვეჭამა, მე და ჩემმა  ალისამ(როგორ მიყვარს), ჰოდა მერე შევხვდით ნიკუშას და მათეს და ვკითხეთ სად მიდიხართო, აღმოჩნდა, რომ თურმე მარშუტი არ ჰქონდათ დადგენილი და მიდიოდნენ სადაღაც არსად, ჰოდა გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით იმ სადღაც არსადში და ამ დღეს დავარქვით არსად წასვლის დღე და ამ დღემ, გვაპოვნინა ჩვენი საყვარელი დღე...  არსად წასვლის დღე:*

Saturday, November 7, 2009

peace by Picasso

Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Ruiz y Picasso  a man, who used to say:"I don't seek, i find.""He was a rebel from the start and, as a teenager...""Before he struck upon Cubism, Picasso went through a prodigious number of styles - realism, caricature, the Blue Period, and the Rose Period.......

**************************************************

თალეს მილეტელის მოსაზრებანი......


-რა არის ქვეყნიერებაზე ყველაზე დიდი?

-სივრცე.

-ყველაზე სწრაფი?

-გონება.

-ყველაზე ძლიერი?

-აუცილებლობა.

-ყველაზე ბრძენი?

-დრო.

-ყველაზე ძნელი და რთული?

-საკუთარი თავის შეცნობა.

-ყველაზე იოლი?

-სხვების დარიგება და ჭკუის სწავლება.