Saturday, November 7, 2009

ძალიან მიყვარს გალაკტიონის ეს ლექსი

”შენ არ გინახავს კაცის ღიმილი,

შურმა და მტრობამ ისე მიგინდო,

შენი ცხოვრება და სიმძიმილი 

არის ეს ქუჩა და სამიკიტნო.

შენი ცხოვრება არის ეს ძაღლი,

რომელიც კვდება ცივი, ბებერი,

მისთვის არ  არის ამქვეყნად სახლი

არც კარებია შესაღებელი.

შენი ცხოვრება არის ეს ბუჩქი,

ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის.

სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყი

განუყოფელად მიდის მარადის

შენი ცხოვრება, ვით შემოდგომა,

არასდროს აღარ დაიზამთრება.

აცივდა და შენს გარშემო დგომა

ეხლა არავის არ ენატრება.

შენი ცხოვრება ღონემიხდილი

არის ტალახი, ბოსელი, ქართა.

რისთვის გაშინებს, მითხარ, სიკვდილი,

თუ არვინ მოვა სიკვდილის გარდა?

ვიცი, თუ როგორ გადიხარხარებს,

როცა გაიგებს სიკვდილი ხველას,

შენი ცხოვრება არვის ახარებს,

შენი სიკვდილი ახარებს ყველას.

ეს აზრი უნდა გავიგოთ ესე.

რომ მხეცი არ თმობს თავის ხელობას

და გალაკტიონ ტაბიძეს ურჩევს

წერტილს ტყვიისას.

რას?

თვითმკვლელობას..”

No comments:

Post a Comment