არსად, იქ სადღაც... და ისევ არსად.. განა რომელიმე გზას ძალუძს სადმე მიგიყვანოს? განა არსებობს ისეთი მიწა, რომელიც შენს თავთან მიგიყვანს, შენს არსებას გაპოვნინებს, შენს არსებასთან ახლო იქნება და გეტყვის: აქ უნდა მოსულიყავი.. აქ უნდა დარჩე, ეს არის შენი ადგილიო.. გზას არ უნდა მისცე ნება გატაროს, შენ თვითონ უნდა განაგო შენი ბილიკი, შენი არჩევანი შენს მიზნებთან მიმყვან გზად უნდა აქციო, მაშინ გექნება გზა, რომელსაც მეორეხარისხოვანი როლი ერგება შენს ცხოვრებაში: უბრალოდ გადააადგილებაში დაგეხმარება.....
აბიტურიენტები... მომავალი ისე ახლოა, რომ მაჟრჟოლებს ხოლმე.. ეს გამოცდები იქნება მთავარი ბილიკი, რომელიც მიმიყვანს ჩემს ცხოვრებასთან... დამეხმარება ჩემი სიცოცხლის შენებაში და სიყვარულის დანერგვაში..
ჰოდა, დღეს გადავწყვიტეთ ტორტი გვეჭამა, მე და ჩემმა ალისამ(როგორ მიყვარს), ჰოდა მერე შევხვდით ნიკუშას და მათეს და ვკითხეთ სად მიდიხართო, აღმოჩნდა, რომ თურმე მარშუტი არ ჰქონდათ დადგენილი და მიდიოდნენ სადაღაც არსად, ჰოდა გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით იმ სადღაც არსადში და ამ დღეს დავარქვით არსად წასვლის დღე და ამ დღემ, გვაპოვნინა ჩვენი საყვარელი დღე... არსად წასვლის დღე:*
No comments:
Post a Comment