Sunday, November 15, 2009

არსად წასვლის დღე

არსად, იქ სადღაც...  და ისევ არსად..  განა  რომელიმე გზას ძალუძს სადმე მიგიყვანოს? განა არსებობს ისეთი მიწა, რომელიც შენს თავთან მიგიყვანს, შენს არსებას გაპოვნინებს, შენს არსებასთან ახლო იქნება და გეტყვის: აქ უნდა მოსულიყავი..  აქ უნდა დარჩე, ეს არის შენი ადგილიო..  გზას არ უნდა მისცე ნება გატაროს, შენ თვითონ უნდა განაგო შენი ბილიკი, შენი არჩევანი შენს მიზნებთან მიმყვან გზად უნდა აქციო, მაშინ გექნება გზა, რომელსაც მეორეხარისხოვანი როლი ერგება შენს ცხოვრებაში: უბრალოდ გადააადგილებაში დაგეხმარება.....
     აბიტურიენტები...  მომავალი  ისე  ახლოა, რომ მაჟრჟოლებს ხოლმე..  ეს გამოცდები იქნება მთავარი ბილიკი, რომელიც მიმიყვანს ჩემს ცხოვრებასთან...  დამეხმარება ჩემი სიცოცხლის შენებაში და სიყვარულის დანერგვაში..
   ჰოდა, დღეს გადავწყვიტეთ ტორტი გვეჭამა, მე და ჩემმა  ალისამ(როგორ მიყვარს), ჰოდა მერე შევხვდით ნიკუშას და მათეს და ვკითხეთ სად მიდიხართო, აღმოჩნდა, რომ თურმე მარშუტი არ ჰქონდათ დადგენილი და მიდიოდნენ სადაღაც არსად, ჰოდა გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით იმ სადღაც არსადში და ამ დღეს დავარქვით არსად წასვლის დღე და ამ დღემ, გვაპოვნინა ჩვენი საყვარელი დღე...  არსად წასვლის დღე:*

Saturday, November 7, 2009

peace by Picasso

Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Ruiz y Picasso  a man, who used to say:"I don't seek, i find.""He was a rebel from the start and, as a teenager...""Before he struck upon Cubism, Picasso went through a prodigious number of styles - realism, caricature, the Blue Period, and the Rose Period.......

**************************************************

თალეს მილეტელის მოსაზრებანი......


-რა არის ქვეყნიერებაზე ყველაზე დიდი?

-სივრცე.

-ყველაზე სწრაფი?

-გონება.

-ყველაზე ძლიერი?

-აუცილებლობა.

-ყველაზე ბრძენი?

-დრო.

-ყველაზე ძნელი და რთული?

-საკუთარი თავის შეცნობა.

-ყველაზე იოლი?

-სხვების დარიგება და ჭკუის სწავლება.

ო, მაპატიეთ


”ბედმა უცნობი გზით გამაქანა,

თქვენ დარჩით შორი.. ცაზედაც შორი..

და, როგორც კარტში აგურის ქალებს,

გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,

რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,

მაგრამ დგეები, როგორც ქურდები,

ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს

გულს საშინელი განადგურებით,

თქვენ მაპატიეთ, ჰო მაპატიეთ

დანაშაული არდაბრუნების.”                        მირზა გელოვანი

Charlie...


”მე არ ვყოფილვარ ანგელოზი, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ვყოფილიყავი ადამიანი. ეცადე შენც.”

pretty bubbles


I'me forever blowing bubbles

pretty bubbles in the air

they fly so high

nearly reach the sky

than like my dreams

they fade and die:(

მზე..



”შენი მზით

ჩემი მზე

შემივსე

ოღონდ 

მზე დაბნელებით

შენიღბე, 

თორემ

ჩემსა და შენს მზეს

სულ სხვა შეირგებს.

ამ ქალაქში

სინათლე

ისე არ უყვართ როგორც...

შენი ხმით

ჩემი ხმა

შენი სვლით

ჩემი სვლა

და სუნთქვით

სუნთქვა

დუმილით

დუმილი

შემივსე!!!

მასწავლე ორამდე დათვლა

შენ და მე

ღამე და კიდევ

ქალაქში, სადაც

სინათლე ისევ არ უყვართ,

და კიდევ:

მზე დაბნელებით

შენიღბე

და ისე

შენი მზით

ჩემი მზე

შემივსე..”

Self Appointed Judge


" If my smile could express what i feel in the bottom of my soul, seeing me smiling everyone would cry with me!"                                                                                                                                                                                 "It's better to burn out, than to fade away!"



ჩვენი დროის ათი მცნება


”1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2.შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი- შენი პირადი მეგობარია.

3.ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5.მაინც მუდმივ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6.განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

7.გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ.

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9.თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.

10.ბოლოს და ბოლოს ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი- შრომა, მეორე- შრომა და მესამე- ისევ შრომა.”

სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი...

ძალიან მიყვარს გალაკტიონის ეს ლექსი

”შენ არ გინახავს კაცის ღიმილი,

შურმა და მტრობამ ისე მიგინდო,

შენი ცხოვრება და სიმძიმილი 

არის ეს ქუჩა და სამიკიტნო.

შენი ცხოვრება არის ეს ძაღლი,

რომელიც კვდება ცივი, ბებერი,

მისთვის არ  არის ამქვეყნად სახლი

არც კარებია შესაღებელი.

შენი ცხოვრება არის ეს ბუჩქი,

ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის.

სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყი

განუყოფელად მიდის მარადის

შენი ცხოვრება, ვით შემოდგომა,

არასდროს აღარ დაიზამთრება.

აცივდა და შენს გარშემო დგომა

ეხლა არავის არ ენატრება.

შენი ცხოვრება ღონემიხდილი

არის ტალახი, ბოსელი, ქართა.

რისთვის გაშინებს, მითხარ, სიკვდილი,

თუ არვინ მოვა სიკვდილის გარდა?

ვიცი, თუ როგორ გადიხარხარებს,

როცა გაიგებს სიკვდილი ხველას,

შენი ცხოვრება არვის ახარებს,

შენი სიკვდილი ახარებს ყველას.

ეს აზრი უნდა გავიგოთ ესე.

რომ მხეცი არ თმობს თავის ხელობას

და გალაკტიონ ტაბიძეს ურჩევს

წერტილს ტყვიისას.

რას?

თვითმკვლელობას..”

***** Gvancos favourite..Nishnianidze.. bit pesimistic:s

”ვისაც ვუყვარდი ან ვინც მიყვარდა,

დიდი ხანია მიწას მიბარდა

ვისაც მოვწონდი ან ვინც მომწონდა

ახლა მიგონებს სულ სხვა კოცონთან.

წასულან ჩემი გაზაფხულები,

სულ ჩიტებივით გადაფრენილან.

და ძველ ადგილთა მონახულება

ტკივილის გარდა არაფერია.

ასეთი განცდა, განცდა უჩვევი

სწორედ იმნაირ წუტებს მაგონებს-

ტკივილს ტკივილით რომ იყუჩებენ

და სიმწრის გემო რომ სიამოვნებთ.”

Shandor Petefi

მიყვარხარ

”მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...

რაც გადის დრო და ხანი

მე უფრო მეტად მიყვარს

შენი პატარა ტანი.

შენი შავი თმის ბუჩქი,

ეგ თეთრი შუბლის სერი,

თვალები გიშრისფერი,

ლოყები ვარდისფერი,

შენი თითები მიყვარს,

ორი პატარა თათი,

ო, იცი, როგორ მიყვარს,

ოდნავ შეხებაც მათი, 

ო, იცი, როგორ მიყვარს,

გამოუთქმელი ენით?-

შენი გრძნობების სიღრმე

სულის სიმაღლე შენი.

მე დარდიც მიყვარს შენი

შენი ღიმილიც ფართო,

მე ცრემლიც მიყვარს შენი, 

შენი კისკისიც მართობს, 

მე შუქიც მიყვარს შენი, 

რა არის მისი ფასი!

მე ჩრდილიც მიყვარს შენი,

მზის დაბნელების მსგავსი.

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ,

მიყვარხარ ცხადად, მალვით, 

როგორც აროდეს არვინ

არ ჰყვარებია არვის!”


A bard of Avon

უილიამ შექსპირი

”ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად  გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, 

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.”

Tuesday, November 3, 2009

One Way

                                                                                  ” არაფერი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად - არანაირი თავისუფლება და არანაირი მიზანი. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ღმერთს ეკუთვნის და მხოლოდ ღმერთის გადასაწყვეტია მისი სიკვდილიც.”                                                                                    

One Sunny Day we'll get Outta Here..

Monday, November 2, 2009

Raindrops keep fallin' on my head

თეთრი ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი ჰაერი..  მზის სითბოსფერი სხივები ეალერსბოდნენ მის ფურცლებს... ლიმონისფერი პეპლები დაფარფატებდნენ  ყვავილებს შუა, თავს დასტრიალებდნენ და  უყვარდათ... ხარობდნენ ცხრათვალა ცისარტყელათი, მაგრამ უეცრად შავმა  ღრუბლებმა გზა გადაუღობეს მზის სხივებს, ცა წვიმისფერმა სხივებმა შემოსეს, მზის სხივები ცის თაღზე ტკივილად ჩამოდნენ, რძისფერი ჰაერი ცისფრად აელვარდა, წვიმის გუბურაში ვარდისფერი თევზების ქარავანი შეიჭრა,  ლიფსიტები მიეალერსნენ ხავსმოდებულ ლოდებს და ტკივილი იგრძნეს ...  ტკივილი სავალი ბილიკის დაკარგვის გამო.. და როცა  ცას ახედეს, შეეშინდათ.... მზე მოდიოდა, წვიმა ცის გუმბათს  უბრუნდებოდა, გუბურა კი, განწირული  იყო მიწისაგან პირისა აღქმისათვის... მე კი, მე ველი მზეს... და თევზები??? ნეტა, არსებობს ისეთი რამ ქვეყანაზე, რაც მეც გამათბობს და თევზებსაც.. განა არსებობს თანასწორობა?? აკი ”ვარდთა და ნეხვთა მზე სწორედ მოეფინებისო?” ნეტა, არსებობს ისეთი დედამიწა, სადაც ყველა თეთრია, სადაც მზის სხივები ყველასთვის ყვითელია, სიცოცხლისფერია?  ვინ იცის...




                                         მე გავაგრძელებ გზას..  საით?  -........

                                             -სად მიმიყვანს?                  

                                             -შენთან..

Sunday, November 1, 2009

სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია....

                      "I  Love  You - those three words have my life in them."        




begging to stay...

Whats worth nothing else but love?
take a walk down any street now, every one of us in our little world
looking for a heart with whom to beat now
where the land meets the sea, she'll be smiling so sweetly now....:)
A loving memory...

same script different cast....

how i wish you were here...

"so, so you think you can tell,  heaven from hell, blue skies from pain

can you tell a green field, from a coald steel rail, a smile from a vail?

do you think you can tell and did they get you to trade, your heroes for ghosts

hot ashes for trees. hot air for a cool breeze, cold comfort for change

and did you exchanged  a walk on part in the war, for a lead roal in a cage?  HOW I WISH,  HOW  I  WISH  YOU WERE  HERE

we're just two lost souls swimming in a fish bowl, 

year after years

running over the same old ground, 

what have we found, the same old fears

WISH YOU WERE HERE....."

open your heart i'm coming home...

”თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო. მე კი ვამტკიცებ, რომ ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს. რაც უფრო შორია თვალთაგან, მით უფრო ახლოა გულთან.”

You will be the one screaming out.

and the sky wont snow..

”შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად

წინანდალი აღმართულა მარტო,

გზა მიუძღვის ციცაბო და დამრეცილი

გვიანია, ნუღარ წახვალ, ტატო..

ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში

დედოფალის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს

გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი

და შენს სანთელს დადიანი აქრობს.

ჰე! დაიძრა მაშხალები ჩირაღდანი

შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტო

სულის გვემას ვაჟკაცურად გაუძელი

იქ ნამდვილად გვიან არის, ტატო...

ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში

შენს სანთელს კი დადიანი აქრობს

სულის გვემას ვაჟკაცურად გაუძელი,

აბა, სხვა რით განუგეშო, ტატო.”

Evry single sunrise gives us possibility to live it up..

Today  i  break  my  promises  and  stay  out  of  the  emptiness...  Today  is  full  of  emptiness,  tomorrow  is  full  of  promises....  we  used  to  laugh....