თეთრი ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი ჰაერი.. მზის სითბოსფერი სხივები ეალერსბოდნენ მის ფურცლებს... ლიმონისფერი პეპლები დაფარფატებდნენ ყვავილებს შუა, თავს დასტრიალებდნენ და უყვარდათ... ხარობდნენ ცხრათვალა ცისარტყელათი, მაგრამ უეცრად შავმა ღრუბლებმა გზა გადაუღობეს მზის სხივებს, ცა წვიმისფერმა სხივებმა შემოსეს, მზის სხივები ცის თაღზე ტკივილად ჩამოდნენ, რძისფერი ჰაერი ცისფრად აელვარდა, წვიმის გუბურაში ვარდისფერი თევზების ქარავანი შეიჭრა, ლიფსიტები მიეალერსნენ ხავსმოდებულ ლოდებს და ტკივილი იგრძნეს ... ტკივილი სავალი ბილიკის დაკარგვის გამო.. და როცა ცას ახედეს, შეეშინდათ.... მზე მოდიოდა, წვიმა ცის გუმბათს უბრუნდებოდა, გუბურა კი, განწირული იყო მიწისაგან პირისა აღქმისათვის... მე კი, მე ველი მზეს... და თევზები??? ნეტა, არსებობს ისეთი რამ ქვეყანაზე, რაც მეც გამათბობს და თევზებსაც.. განა არსებობს თანასწორობა?? აკი ”ვარდთა და ნეხვთა მზე სწორედ მოეფინებისო?” ნეტა, არსებობს ისეთი დედამიწა, სადაც ყველა თეთრია, სადაც მზის სხივები ყველასთვის ყვითელია, სიცოცხლისფერია? ვინ იცის...
მე გავაგრძელებ გზას.. საით? -........
-სად მიმიყვანს?
-შენთან..
No comments:
Post a Comment