
”შენი მზით
ჩემი მზე
შემივსე
ოღონდ
მზე დაბნელებით
შენიღბე,
თორემ
ჩემსა და შენს მზეს
სულ სხვა შეირგებს.
ამ ქალაქში
სინათლე
ისე არ უყვართ როგორც...
შენი ხმით
ჩემი ხმა
შენი სვლით
ჩემი სვლა
და სუნთქვით
სუნთქვა
დუმილით
დუმილი
შემივსე!!!
მასწავლე ორამდე დათვლა
შენ და მე
ღამე და კიდევ
ქალაქში, სადაც
სინათლე ისევ არ უყვართ,
და კიდევ:
მზე დაბნელებით
შენიღბე
და ისე
შენი მზით
ჩემი მზე
შემივსე..”
No comments:
Post a Comment